ვინც დგას „ნაცების“ მხარეს, ის საქართველოს მტრობს – კოლექტიური იუკნევიჩიენები დღეს წარმოადგენენ, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროინდელი, ყველაზე ბნელი და ოდიოზური პერსონაჟების რეინკარნაციას

ვინც დგას „ნაცების“ მხარეს, ის საქართველოს მტრობს – კოლექტიური იუკნევიჩიენები დღეს წარმოადგენენ, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროინდელი, ყველაზე ბნელი და ოდიოზური პერსონაჟების რეინკარნაციას
როდესაც მსგავს დოკუმენტებში ს ხსენებასთან გვაქვს საქმე, ეს ამ ადამიანების უბედურებაა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასა „ნაციონალური მოძრაობა“, შეაფასა მიხეილ სააკაშვილი და ის არის დღევანდელობის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაულები, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ევროპარლამენტში განხილულ დოკუმენტზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც ევროპარლამენტარები საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს იღებენ და თანაც ამ განცხადებებში ისევ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებად რჩებიან, ეს ზუსტად გვიჩვენებს, რა არის მათი რეალური მიზნები და რა სურს მათ საქართველოსგან.
„ანუ, ისინი ისევ კრიმინალური რეჟიმის მხარეს დგანან, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“. ვინც დგას „ნაცების“ მხარეს, ის საქართველოს მტრობს. ეს არის ის, რაც მტკიცედ და ერთსულოვნადაა ჩვენს საზოგადოებაში, სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, ჩალის ფასი აქვს მსგავს რეზოლუციებს, დოკუმენტებს, განცხადებებს და ჩვენ ვნახეთ არაერთი ასეთი განცხადება, რომელიც ევროპარლამენტში მიიღეს და შემდეგ ისიც ვნახეთ, რა ბედი ეწია ასეთ განცხადებებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, კოლექტიური იუკნევიჩიენები ამას ვერ გაიზიარებენ, ვინაიდან კოლექტიური იუკნევიჩიენები დღეს წარმოადგენენ, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროინდელი, ყველაზე ბნელი და ოდიოზური პერსონაჟების რეინკარნაციას და ასეთი პირების განცხადებებს ჩვენს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერავინ აღიქვამს. აქ კიდევ ერთხელ ჩანს, თუ სადამდე დავიდნენ ეს ადამიანები და ასევე ჩანს, რომ სრულიად გაბანკროტებულია ოპოზიციური ველი საქართველოში. მათ ეს დაიმსახურეს, ვინაიდან ისინი ქართველი ხალხის სამსახურში კი არ, კოლექტიური იუკნევიჩიენების სამსახურში დგანან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
Next: „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“ – საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ასევე დაგაინტერესებთ

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, ვინაიდან, არ არსებობს ისეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს

როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული ფაქტები არ ახლავს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს