რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია TASS რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთი აძლიერებს ძალისხმევას “საქართველოში მმართველი პარტიის – ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად”.
დაზვერვა ირწმუნება, რომ “ბრიტანელები აპირებენ, “ძირგამომთხრელი კრეატიულობით დამუხტულ” ორგანიზაციებს უბიძგონ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება, რათა მოხდეს კონსოლიდაცია”.
დაზვერვა ირწმუნება, რომ ლონდონის გათვლით, ამან უნდა “შეანჯღრიოს” სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, გაუხსნას მას “მეორე სუნთქვა”, რათა “მობილიზდეს მმართველი [პარტია] ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად”.
