ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს უთხრა, რომ ეკლესია ბრძანებებს რუსეთიდან იღებს – სომხური პრესა

ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს უთხრა, რომ ეკლესია ბრძანებებს დან იღებს – სომხური პრესა
სომხური გაზეთის Hraparak-ის თანახმად, ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს განუცხადა, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია ბრძანებებს რუსეთის ფედერაციიდან იღებს.
პრესა წერს, რომ ს, მისი ცოლის და მმართველი პარტიის რამდენიმე წევრის “ანტიეკლესიური” კამპანია საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლების უმრავლესობაში უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა ისინი ამაზე ხმამაღლა საუბარს “ვერ ბედავენ”.
Hraparak-ის თანახმად, რამდენიმე მათგანთან პირადი საუბრებიდან გაარკვია, რომ სასულიერო პირების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გასამართლებლად, ნიკოლ ფაშინიანმა თავის გუნდს განუცხადა, რომ რუსეთმა სომხურ სამოციქულო ეკლესიას ხელისუფლებასთან ბრძოლა უბრძანა და თავისი ქმედებებით მას სურს, რომ სასულიერო პირებში “შიში დათესოს”.
კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის დირექტივაა, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ბევრმა მსახურმა მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთოს, ამას კი ის “ეკლესიის წინააღმდეგობის გასატეხად, მსახურებში შიშის დასანერგად” აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს