OECD–ში ინფლაცია აპრილში 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დარჩა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში სამომხმარებლო ფასები აპრილში წინა წელთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელია.
ეს ზრდის ყველაზე დაბალი ტემპია 2021 წლის ივლისის შემდეგ.
ინფლაცია გასული თვის განმავლობაში თორმეტ ქვეყანაში შესუსტდა და თერთმეტში (განსაკუთრებით ლატვიასა და დიდ ბრიტანეთში) დაჩქარდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 15 ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა თურქეთში – 37.9%, ყველაზე დაბალი (1%-ზე ნაკლები) – კოსტა-რიკაში, ფინეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და შვედეთში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში სურსათის ფასები აპრილში 4.5%-ით გაიზარდა, წინა თვეში 4.8%-იანი ზრდის შემდეგ. ენერგომატარებლების ფასები 0.2%-ით დაეცა, მარტში 0.3%-იანი ზრდის შემდეგ.
სამომხმარებლო ფასების ზრდამ, სურსათისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (ძირითადი ინფლაცია) 4.6% შეადგინა, მარტის 4.5%-ის წინააღმდეგ.
აპრილში დიდი შვიდეულის ქვეყნებში ინფლაცია 2.4%-ის დონეზე შენარჩუნდა, ხოლო დიდი ოცეულის ქვეყნებში ის წინა თვის 4.2%-დან 4.1%-მდე შემცირდა.
1961 წელს დაარსებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც 38 ქვეყანას აერთიანებს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, , , ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კანადა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, , სლოვენია, , თურქეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, ჩილე, შვეიცარია, შვედეთი, , სამხრეთ კორეა და იაპონია.
წყარო: interfax