კალაძე: ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს… შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან აღარანაირი კავშირი აღარ მაქვს

ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს და ეს დადასტურებული ინფორმაციაა, რომელიც დეკლარაციაშიც არის ასახული. ევროპულ ბანკებში თანხები რაც მქონდა, მქონდა გასესხებული კომპანიაზე – შემდეგ თანხები დამიბრუნდა, ამ თანხებით შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან აღარანაირი კავშირი აღარ მაქვს, ამას აქვს თავისი ახსნა, თუ რატომ” – თქვა მ.
ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერმა ევროპულ ბანკებში საკუთარი ანგარიშები დახურა. კალაძის ბოლო დეკლარაციით, რომელიც 2024 წლის 31 იანვრით თარიღდება და 2023 წლის მდგომარეობას ასახავდა, არც ერთი უცხოური ბანკის ანგარიში აღარ ფიგურირებდა. დეკლარაციის მიხედვით, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში აქვს გახსნილი. მაშინ, კალაძემ თქვა, რომ ევროპულ ბანკებს “აღარ ენდობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა „ქართული ოცნება“, მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა – მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს

ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე