Cryptal-ზე ბალანსის შევსება უკვე ნაღდი ფულის დახმარებით არის შესაძლებელი

– Cryptal-ზე კრიპტო ბალანსის შევსება უკვე ნაღდი ფულითაც შეიძლება!
ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად გვესმის სხვადასხვა კრიპტო ტერმინი, იქნება ეს ბიტკოინი, ბლოკჩეინი, ციფრული ვალუტა თუ ა.შ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის კრიპტო აქტივები და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია კვლავაც შორეულ სფეროდ რჩება.
თუმცა, ეს ყველაფერი Cryptal-ის დამსახურებით უკვე იცვლება – კრიპტო ასე ხელმისაწვდომი აქამდე არასდროს ყოფილა!
მომხმარებლებს თავიანთი ბალანსის შევსება და შემდგომ სასურველი კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულის გამოყენებით შეუძლიათ. ანგარიშზე ლარის შეტანა კი, მარტივად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ფიზიკური ფილიალების დახმარებით არის შესაძლებელი.
ამაში კი, კრიპტოს შეძენის მსურველებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში განთავსებული 10,000-ზე მეტი განსხვავებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაეხმარება – TBC Pay, BOG Pay, LB Pay (ლიბერთი ბანკი) და PayBox.
დამატებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი Cryptal-ის ბალანსი ნაღდი ფულის დახმარებით, CreditService+-ის ფიზიკური ფილიალებიდან შეავსონ. მათ, ვისაც ფულის შეტანისა და გამოტანისას აპარატის გამოყენებას ადამიანთან ურთიერთობა ურჩევნია, CreditService+-ის 50-ზე მეტი ფილიალი მოემსახურებათ.
– რა დამჭირდება ბალანსის შესავსებად?
იმისათვის, რომ მომხმარებელმა Cryptal-ის ანგარიშზე თანხის შეტანა შეძლოს საჭიროა: