ნატო-ში აშშ-ის ელჩი – ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს – თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ, ის საფრთხეებით განისაზღვრება – რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია

ევროატლანტიკურ სივრცეში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროპელები გამუდმებით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ეს სწორედ ასეა. ამიტომ, ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ, რადგან რუსეთი ში ომის დასრულების შემდეგ აღდგენას 5 წელიწადში შეძლებს.
„თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ. ის საფრთხეებით განისაზღვრება. რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.