შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო

საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს – მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო.
,,საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს – მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო”, – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ