რუსებმა უკრაინას „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტითა და 103 დრონით შეუტიეს

რუსებმა ს „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტითა და 103 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„5 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით მტრის მიერ გაშვებული 74 დრონი გაანეიტრალა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 28 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 46 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების საჰაერო დარტყმები 16 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, დღეს რუსებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი და რვა ადამიანი დაშავდა.