წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი – ღაზაში სიტუაცია ჯოჯოხეთზე უარესია – მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს ომის დასასრულებლად

ღაზაში სიტუაცია „ჯოჯოხეთზე უარესია“- ამის შესახებ BBC-ს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ჟენევაში, წითელი ჯვრის შტაბ-ბინაში, ორგანიზაციის პრეზიდენტმა მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა, რომ „კაცობრიობა კრახს განიცდის“, როდესაც ღაზას ომის საშინელებებს უყურებდა.
„ეს უარესი გახდა… ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ იმის ყურება, რაც ხდება. ეს აღემატება ნებისმიერ მისაღებ, სამართლებრივ, მორალურ და ჰუმანურ სტანდარტს. ჩვენ ვუყურებთ ხალხს, რომელიც მთლიანად მოკლებულია ადამიანურ ღირსებას. მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს ომის დასასრულებლად, პალესტინელების ტანჯვის დასასრულებლად და ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად.“- განაცხადა მან.
2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა და 1200-ზე მეტი ისრაელელი მოკლა, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
BBC-ის ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ სექტორში მას შემდეგ სულ მცირე 54 600 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 300-ზე მეტი 2025 წლის 18 მარტს ისრაელის მიერ განახლებულ სამხედრო შეტევას ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?