ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.18 თეთრით. 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6920 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9763 ლარი.
ბოლო პერიოდში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ორ კვირაში ლარი დოლართან 2 თეთრით, ევროსთან კი – თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.99 ლარად.
