[ბიძინა ივანიშვილს] არასდროს არ ჰქონია საქართველოში ბიზნესი, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალური მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაზე. მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი მხარდამჭერი და საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული.
ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ Bloomberg-ის მონაცემების შესახებ დასმულ შეკითხვას. ბილიონერთა ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ წლის განმავლობაში $900 მილიონით გაიზარდა.