თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

Microsoft-ისა და Nvidia-ს მიერ ორგანიზებული Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით სულ 16 შეარჩიეს, ს მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი მოხვდა.

HALF-CHAIN, FINA და GAIN საერთაშორისო ფინალისტთა ჯგუფში მოხვდნენ. ფინალისტი სტარტაპები მონაწილეობენ ექვსკვირიან ინტენსიურ აქსელერაციაში, რომელიც მოიცავს Microsoft-ისა და Nvidia-ს ტექნიკური და სტრატეგიული ექსპერტების მენტორობას. პროგრამის კულმინაციაა 13 ივნისს, ვარშავაში დაგეგმილი დემო დღე, სადაც სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტები წარუდგინონ გლობალური, ტექნოლოგიური და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მათ შორის: Mastercard, Microsoft, Nvidia და სხვა საერთაშორისო საბანკო და სადაზღვევო კორპორაციებს.

პროგრამის მხარდამჭერ პარტნიორთა შორის, წელს პირველად გამოჩნდა თიბისი — რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ტექ ეკოსისტემისა და სტარტაპების განვითარებას და მათ საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრაციას.

13 ივნისს, დემო დღეზე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი- გიორგი ყანჩაველი მიწვეულია ჟიურის წევრად, რაც ხაზს უსვამს კომპანიის რეპუტაციასა და ტექნოლოგიური ლიდერობის სტატუსს რეგიონში. ჟიურის წევრობა ნიშნავს უშუალო ჩართულობას სტარტაპების შეფასების პროცესში და ს მომავლის შესახებ თიბისის ხედვის გაზიარებას ფინანსურ სექტორში.

თიბისი განაგრძობს აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიურ ინიციატივებში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, და მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების გლობალურ წარმატებაში თანამონაწილეობას.