პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე სანქცირებული გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა

შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
გაბიტაშვილი მანამდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.
გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელმაც პოსტი დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.