ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – პრემიერი

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – პრემიერი
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრ აჰმედ ბინ ალი ალ საიეღთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის.
„პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრისას მადლობა გადავუხადე სახელმწიფო მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს კერძო სექტორისადმი გამოხატული ინტერესისთვის, ასევე მშრალი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.
საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის, შესაბამისად, ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ