აქტივისტებმა მუზეუმიდან მოპარული მაკრონის ცვილის ფიგურა პარიზში, რუსეთის საელჩოსთან დადგეს

ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Greenpeace-ის აქტივისტებმა რუსეთთან საფრანგეთის ეკონომიკური კავშირებისადმი პროტესტის ნიშნად პარიზში, ს საელჩოსთან დადგეს პრეზიდენტ ს ცვილის ფიგურა, რომელიც პარიზის გრევენის მუზეუმიდან მოიპარეს.
გამოცემა Le Figaro და სააგენტო AFP პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 2 ივნისს სამი პირი მუზეუმში დამთვალიერებლებად შევიდნენ, შემდეგ მუზეუმის თანამშრომლების უნიფორმა ჩაიცვეს, მაკრონის ცვილის ფიგურა პლედში გაახვიეს და შენობის სათადარიგო შესასვლელიდან გაიტანეს.
ამის შემდეგ მუზეუმში დარეკა პირმა, რომელიც თანამშრომელს Greenpeace-ის აქტივისტად გაეცნო და უთხრა, რომ მაკრონის ცვილის ფიგურა წაიღეს.
მალევე აქტივისტებმა ეს ფიგურა პარიზში, რუსეთის საელჩოსთან დადგეს და საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზაცია Greenpeace-ი საფრანგეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს ხელშეწყობაში იმ კომპანიების, რომლებიც ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს განაგრძობენ, მოსკოვის ჯიბეს ავსებენ და მისგან ყიდულობენ ბუნებრივ რესურებს, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის შეცვლასაც.
ორგანიზაცია Greenpeace-ის ვებსაიტზე 2 ივნისს გამოქვეყნებული განცხადებით, აქტივისტებმა დაგმეს ემანუელ მაკრონის თვალთმაქცობა და რუსეთთან კონტრაქტების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
როგორც Greenpeace-ი წერს, აქტივისტებმა გრევენის მუზეუმიდან „ითხოვეს” მაკრონის ფიგურა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ამ დაწესებულებაში არ უნდა იდგეს, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან კონტრაქტებს არ გააუქმებს.
ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 2024 წელს საფრანგეთი იყო ევროპაში რუსული გათხევადებული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი, 2023 წელს, წინა წლებთან შედარებით 86%-ით გაზარდა რუსეთიდან ქიმიური სასუქების იმპორტი, საფრანგეთის ატომური ენერგეტიკის მრეწველობა კი მჭიდროდ თანამშრომლობს პუტინის მიერ შექმნილ სახელმწიფო ჰოლდინგ „როსატომთან”.
ფორუმი