საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში ს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ოლისოვი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში 2002 წლიდან მუშაობს და აქამდე სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ ლატვიაში რუსეთის გენერალურ საკონსულოში, ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობასა და გერმანიაში რუსეთის საელჩოში. ასევე, ოლისოვი 2019 წლიდან რუსეთის საგარეო უწყებაში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოლისოვი დიმიტრი ტროფიმოვს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, თუმცა მაისში ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ტროფიმოვის გაწვევა როტაციის ნაწილი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!