ანა წითლიძე – 3-4 თვის წინ, ჩვენი პოზიცია იყო, თუკი ოპოზიცია დაუშვებდა თვითმმართველობის არჩევნებში ამ პირობებში მონაწილეობას, გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმებულიყო ერთ კანდიდატზე თბილისში – აღმოჩნდა, რომ გახარიას საერთოდ ცალკე უნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე, აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავდა დასაშვებად, თუ სხვადასხვა პარტია შეთანხმდებოდა საერთო კანდიდატზე, განსაკუთრებით – თბილისის მერობის პოზიციაზე.
როგორც წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე ემხრობოდა ბოიკოტს და არ მიიჩნევდა არჩევნებში მონაწილეობას სწორ სტრატეგიად არსებულ სიტუაციაში, თუმცა, მისივე თქმით, თუკი რომელიმე ოპოზიციური პარტია მაინც მიიღებდა მონაწილეობას, ისინი მხოლოდ ერთიან ოპოზიციურ კანდიდატის იდეას დაუჭერდნენ მხარს.
მისივე თქმით, პროცესში გაირკვა, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდი არ აპირებდა ერთიანობაში მონაწილეობას.
„დაახლოებით 3-4 თვის წინ, როდესაც საუბარი იყო ოპოზიციის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩვენი პოზიცია იყო, რომ თუკი ოპოზიცია დაუშვებდა არჩევნებში ამ პირობებში მონაწილეობას, გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმებულიყო ერთ კანდიდატზე. აქ უნდა ყოფილიყო საუბარი თბილისზე, სადაც ოპოზიცია შეძლებდა ერთ კანდიდატზე ფინანსური და ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზებას.
ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თანახმა იყო ერთობაზე. აღმოჩნდა, რომ გახარიას საერთოდ ცალკე უნდა, რომ იყოს. შეხვედრებზე იყო მსჯელობა ყველა სახის ფორმატზე.
ჩვენ თავიდანვე ვიყავით ბოიკოტის მომხრე და ვამბობდით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირ პირობებში შესვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია გაგიჟდებოდა და გადაწყვეტდა, რომ ეს არის საბრძოლო ველი, იმისთვის, რომ ს დასამარცხებლად გამოიყენონ, ასეთ შემთხვევაში ერთადერთ შანს ვხედავდით: მაგალითად, არსად არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს თუ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი და შეთანხმდებოდა საერთო მერობის კანდიდატზე“, – განაცხადა წითლიძემ.
კითხვაზე, ვინ წავიდა ამ იდეის წინააღმდეგი, წითლიძე პასუხობს , რომ ოპოზიციაში ბევრს აქვს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ინდივიდუალური ინტერესები და პარტიული ეგო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთო ბრძოლა.
„გახარიამ თქვა, რომ ემზადება ყველა სთვის და იღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ამ კონფიგურაციაში, რასაც მე ვამბობ, არ უჩანდა პირი, რომ გახარია ამაზე თანახმა იქნებოდა.
როდესაც „ლელო“ გაერთიანებულ ოპოზიციაზე საუბრობს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, „ახლები“ არ იღებენ მონაწილეობას, „გახარიას“ თავისი კანდიდატი ეყოლება – ეს როგორ წარმოუდგენია?!
ოპოზიცია ამ ამბავში ერთიანი რომ ყოფილიყო, იმ კანდიდატს დავუჭერდით მხარს, რომელიც ამ ბრძოლისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ბერკეტი. ოპოზიციაში ბევრ ადამიანს წარმოუდგენია, რომ ოპოზიციის ფრაგმენტაცია და საკუთარი ეგოები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთო ბრძოლა.
როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი რომელიც დასანქცირებულია, რომელსაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვას, ოლიგარქმა, რომელმაც არაერთი არჩევნები მოჰპარა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისს, ყველაზე მნიშვნელოვანს დათმობს და თბილისს ეყოლება ოპოზიციონერი მერი?“, – განაცხადა წითლიძემ.
წითლიძე, აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის რეალური მიზანი უნდა იყოს საჯაროდ და გულწრფელად გაჟღერებული, რადგან საზოგადოების მოტყუება მუდმივად შეუძლებელია.
„პოლიტიკაში ისედაც ძალიან ბევრი ტყუილია და არაგულწრფელობაა. საქართველოს მოქალაქეებს ვერ მოატყუებ, შეიძლება ერთხელ მოატყუო, მაგრამ სულ ვერ მოატყუებ. უნდა გამოხვიდე და თქვა, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი. არ მჯერა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, სჯერათ იმის, რასაც ამბობენ და დარწმუნებულები არიან, რომ თბილისის წართმევა ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლებელია იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ვართ“, – განაცხადა წითლიძემ.
წამყვანის კითხვაზე, რა მიზანი ამოძრავებთ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, წითლიძე პასუხობს, რომ ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობას შესაძლოა საფუძვლად გარკვეული გარიგებები და პერსონალური მოტივები ედგეს.
„პირველი ეს არის არ დაკავების სანაცვლოდ გარიგება და ნამდვილად არ მგონია, რომ „ლელო“ ამაში მონაწილეობს. გახარია, რომ შეიძლება ყველაფერზე წავიდეს, ამაში დარწმუნებული ვარ.
ბიძინა ივანიშვილს ჰაერივით სჭირდება პროცესის ლეგიტიმაცია, რომ თქვას „ვიღაცები არჩევნებში შემოვიდნენ და მე არ ვარ არალეგიტიმური“. მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით შენ ღალატობ პოლიტიკური პატიმრებს, ამასთან, ვერ დადებ ვერანაირ შედგეს, რადგან ივანიშვილი დაიწერს იმდენს, რამდენიც მოუნდება და მოგცემს იმდენს, რამდენიც მას მოუნდება“ , – განაცხადა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!