“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

“ნავროცკი ს მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
სოციალურ ქსელს (ქართულსა და უცხოურს) ვადევნებდი თვალს და ბევრი დაიწერა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ლიბერალი არ არის და საშინაო პოლიტიკაში სოციალური კონსერვატიზმის მომხრეა, მისი პრო-რუსულს ფიგურად შეფასება ცალსახად არასწორია. მეტიც, ისტორიკოსი და მუზეუმების დირექტორი ნავროცკი პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულად რუსეთის იმპერიულ და შემდგომ კი წითელ ტერორს ასახელებს, რომელსაც თანამედროვე რუსეთიც აგრძელებს. მისი აზრით რუსეთის დამარცხებას დიდი მნიშვნელობა აქვს და პოლონეთის აქტიურ მილიტარიზაციას ემხრობა.
პოლონეთი ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფოა. შესაბამისად, იქ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გავლენები აქვს პოლიტიკაზე. რაც შეეხება მის ზოგად დამოკიდებულებას სთან მიმართებით: ვიცით რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვოლინში (თანამედროვე დასავლეთ უკრაინა) პოლონელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა, რაც პოლონეთში გენოციდადაა გააზრებული. ეს ჭრილობა, მიუხედავად მრავალი ორმხრივი შეხვედრისა და მიტევების მცდელობისა, მაინც არაა სრულად მოშუშებული. ნავროცკი ამბობს, რომ უკრაინამ პოლონეთს ათიათასობით დახოცილი მიცვალებულის გადაცემა უნდა განახორციელოს და აღიაროს მომხდარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნატოში გაწევრიანებას პოლონეთი მხარს არ დაუჭერს. ეს შეიძლება ამ მძიმე ომის პერიოდში მაინცდამაინც მაღალმორალურად არ ჩანდეს, მაგრამ პოლონეთში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ხანია ამ თემაზე დაკვეთა არსებობს და ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. ისტორია არ არის ისეთი რამ, რაც ადვილად მოშუშებადია. თუმცა პოლონეთთან საქართველოს ისტორიული პოზიტიური ბმის ფონზე, ისტორიის მნიშვნელობა საქართველოსათვის სასარგებლოა მხოლოდ. ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია. მას რუსული/საბჭოთა მემორიალური ძეგლების განადგურებაში ედება ბრალი. ნავროცკის აზრით რუსულ კვალს პოლონეთში არაფერი ესაქმება და მისი იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს. იმ ფონზე, რომ პოლონეთი რუსეთს ესაზღვრება (კალინინგრადის ოლქს), პოლონეთის მხრიდან სამხედრო ძალების ამ მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადასროლას სრულიად ემხრობა. იგი არც იარაღის მიწოდებას არ შეაჩერებს უკრაინისათვის. სწორედ მისი მოკავშირე, პოლონეთის წინა მთავრობის პერიოდში დაიწყო პოლონეთმა იარაღის მიწოდება უკრაინისათვის. და ეს პროცესი ახლაც უწყვეტად გაგრძელდება რუმინეთთან ერთად. თუმცა ნავროცკის გამარჯვება უკრაინას ან რუსეთს არ უკავშირდება. პოლონეთში შიდა ბრძოლა ლიბერალებსა და კონსერვატორულ ან/და ნაციონალისტურ ფრთას შორის დიდი ხანია მიმდინარეობს, რომელთაც სხვადასხვაგვარი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი აქვთ. კონსერვატორები არაევროპულ მიგრაციას ეწინააღმდეგებიან და აბორტს მკაცრ ლიმიტებს უწესებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს