სლოვენიის „ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი „ევროპის უნივერსიტეტში“ ლექციას წაიკითხავს

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტული მობილობის KA171 აქტივობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტი“ ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტს, პროფესორ იერნეი ლეტნარ ჩერნიჩს მასპინძლობს, რომელიც 6 ივნისს, 12:00 საათზე, საჯარო ლექციას გამართავს თემაზე – „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა”.
უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტია. მას 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს აკადემიურ საქმიანობაში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, საკონსტიტუციო სამართალი, საჯარო საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართალი და ბიზნესი.
ლექცია ღიაა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 5 ივნისისა: https://forms.gle/9eHn8YMPmcNZDAeZ7“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება