დავით გუნაშვილი – პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა გადაწყვიტა ჩაერთოს რეჟიმის თამაშში და პატარა ნიშა დაიკავოს, რასაც რეჟიმი გადმოუგდებს – არ ვიცი, რისი იმედი აქვთ ან ვის თვალში ცდილობენ ნაცრის შეყრას

თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, საჯარო მმართველობის ექსპერტის, დავით გუნაშვილის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმის თამი ჩართვას ნიშნავს.
ამის შესახებ გუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც მზადაა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ფაქტობრივად აღიარებს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლის შანსი აღარ არსებობს და საზოგადოებასაც იმედი გადაეწურა.
გუნაშვილის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალები უბრალოდ ცდილობენ „რეჟიმისგან გადმოგდებული პატარა ნიშა“ მოიპოვონ.
„ჩვენი ჯგუფი და ის ადამიანები, რომლებიც ერთობის გაერთიანებაში ვიმყოფებით აბსოლუტურად უარყოფითად უყურებს ნებისმიერ რიტორიკას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეხება. ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიღებას აპირებს, გადაწყვიტა, რომ ამ რეჟიმთან ბრძოლის არანაირი შანსი არ არსებობს, ანუ მათ, არც საკუთარი თავის და არც საზოგადოების იმედი არ აქვთ. გადაწყვიტეს ჩაერთონ რეჟიმის თამაშში და რაღაც პატარა ნიშა დაიკავონ, რასაც რეჟიმი გადმოუგდებს.
ამ რეჟიმის პირობებში განცხადებები, რომ „ჩვენ ვინმეს რამე უნდა წავართვათ“ – არ ვიცი რისი იმედი აქვთ ამ ადამიანებს ან ვის თვალში ცდილობენ ნაცრის შეყრას, რომ აქ ვინმეს რამის შანსი აქვს“, – განაცხადა დავით გუნაშვილმა.
ასევე, დავით გუნაშვილი სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ დიალოგს რეალური შედეგი არ ექნება, სანამ უკრაინა სერიოზულ ძალის დემონსტრირებას არ მოახდენს.
მისი თქმით, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია მხოლოდ კონსოლიდირებული ძალისხმევითა და კონტრშეტევაზე გადასვლითაა შესაძლებელი.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ჩიხში იმყოფება, რადგან ვერ წყვეტს, წავიდეს თუ არა კომპრომისზე – წინააღმდეგ შემთხვევაში, პროპაგანდისტული იმიჯი ინგრევა.
„რუსეთის რეჟიმისთვის მთავარია სისუსტე არ ანახოს, რაც არ უნდა მოხდეს იტყვის, რომ ყველაფერი კარგად არის. მან საკუთარი მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ყველაფერი კარგად არის. რეალურად, უკრაინის სპეცოპერაცია რუსეთისთვის, კრემლისთვის და პირადად პუტინისთვის სერიოზული დარტყმაა. ჩიხში არიან, არ შეუძლიათ კომპრომისზე წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთი პროპაგანდისტული ალგორითმი ენგრევათ.
ასეთი ოპერაციების მერე პუტინის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება – ვერც წინ მიდიან და ვერც უკან.
რეალურად, მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არ აქვს. უკრაინელებისთვის ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ დემონსტრირება, რომ რუსეთი არასდროს წავა არანაირ დათმობაზე. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება რუსეთს კომპრომისზე წასვლა აიძულოს, ეს არის სერიოზული ძალის დემონსტრირება და კონსოლიდირებული ძალისხმევით კონტრშეტევაზე გადასვლა და რუსეთის შესაძლებლობების განეიტრალება“,- განაცხადა გუნაშვილმა.