კამერის დაზიანების ბრალდებით 23 და 26 წლის ბიჭები 3–3 წლით გაუშვეს ციხეში

2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ მიღო.
ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებისთვისაც მზად იყვნენ, თუმცა მათ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდათ.
მუმლაძეს და ხუტაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.