გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ვარკეთილში გაზმომარაგება 17800 აბონენტს შეუწყდა

ვარკეთილში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო შეწყვეტილი გაზომომარაგების აღდგენა დაიწყება 2 ივნისს 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 08:30 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:
ვარკეთილი – 3, I, II, III,IIIა, IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიხეილ გახოკიძის, ილია სუხიშვილის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის, ვიქტორ კუპრაძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ: ყადირ შერვაშიძის, დიმიტრი ალექსიძის, დვალის, სადგერის, სადგურის, რადიოსადგურის მიმდებარედ, მიხეილ გახოკიძის, ოჯალეშის, ჩხენკელის, თაყაიშვილის, რწმენის, პატარა ლილო – დ.აღმაშენებლის, თამარ მეფის, ც.დადიანისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე შპს ,,ისთ ფოინთს” (შპს ,,გარანტი XXI -ს)
„გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს 2 ივნისს 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)