პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა – ვარშავის ლიბერალმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი – 49,1%.
ეგზიტპოლების მიხედვით, რომელთა შედეგებიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, არჩევნებს ტშასკოვსი იგებდა – 50,3%-ით. მან მხარდამჭერებსაც კი მიმართა და გამარჯვება აღნიშნა, მაშინ, როდესაც ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის შედეგებით, ორივე კანდიდატის შედეგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო.
BBC წერს, რომ პოლონეთის ახალი პრეზიდენტის რანგში ნავროცკი აქტიურად გამოიყენებს ვეტოს უფლებას, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პრო-ევროკავშირული დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების დასაბლოკად.
Previous: კახა კალაძე ოპოზიციაზე: მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა