ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს – რაში ადანაშაულებენ კადირ იოზდორს?

ოკუპირებული ს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს სოხუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქის, 1977 წელს დაბადებული კადირ იოზდორის შესახებ.
„არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, კადირ იოზდორი თურქეთის ქალაქ იზმირში 50-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. დაკავებული თურქეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია რამდენიმე განზრახ მკვლელობაში, რომლებიც ჩადენილია საზოგადოებრივ ადგილებში, საშიში ფორმით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კადირ იოზდორი მანამდე „თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაერთხელ იყო დევნის ქვეშ იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის“, ხოლო 2024 წელს, “ჩადენილი კიდევ ერთი მკვლელობის შემდეგ, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“.
ირწმუნებიან, რომ თურქეთის მოქალაქემ გადაკვეთა მდინარე ენგურზე არსებული დე ფაქტო საზღვარი, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით.
„დაკავებული თურქეთის მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს შემდგომი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად“, – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში გასული კვირის ბოლოს.
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად გამოავლინეს „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის არხი“, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი, რომელთაგან ერთში იმყოფებოდა თურქეთის ორი მოქალაქე და მეორეში კი აზერბაიჯანის ორი მოქალაქე. მათ „საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით“ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისში ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს