კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ მუმლაძესა და ხუტაშვილს პროკურატურამ საპროცესო არ გაუფორმა, სასამართლომ მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს პროკურატურამ საპროცესო არ გაუფორმა, სასამართლომ მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოიტანა.

-მ გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ. იგივე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.

ორივე დაკავებულმა ბრალი აღიარა. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახდა. საუბარი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურამ საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა.