ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ორი კვირაა რაც მოხდა.
ახლობლების თქმით, მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია. ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.
”აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ,” – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)