Ipsos – პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკი ლიდერობს

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, კვირას პოლონეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორი კანდიდატი, კაროლ ნავროცკი 51%-ით ლიდერობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამავე ეგზიტპოლის თანახმად, ნავროცკის მეტოქემ, ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტრჟასკოვსკის ამომრჩევლების ხმების 49% მიიღო.
განსხვავებულია ხმის მიცემის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მონაცემები, რომლის თანახმად, ნავროცკიმ ხმების 49.7%-ი მოიპოვა, ტრჟასკოვსკიმ კი – 50.3%.
არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე – ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ