ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რაფალ ტრჟასკოვსკიმ 50.3%, ხოლო კაროლ ნავროცკიმ – 49.7% მიიღო

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო ს მეორე ტურში პრემიერ – მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატი მცირედი უპირატესობით ლიდერობს.
ეგზიტპოლის თანახმად, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი – “სამოქალაქო პლატფორმიდან“ ლიდერობს ხმების 50.3 პროცენტით, ხოლო “ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” დირექტორმა კაროლ ნავროცკიმ – 49.7 პროცენტი მოიპოვა.
პოლონეთში საპრეზიდენტო ს მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ მიიღო.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.