პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” და ა.შ.აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე ასევე იმყოფებიან აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ჩამოსხდნენ და პატიმრების ფოტოები დააწყვეს. მათი თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად სწორედ ამ ფორმით აპირებენ ღამის გათენებას.
ასევე, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს მოგვიანებით, კვლავ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილ შენობასთან, შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
უწყვეტი პროტესტის 184-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე – ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ