სწორედ თქვენ მიგიძღვით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით – პრემიერი პოლიციელებს

სწორედ თქვენ მიგიძღვით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით – პრემიერი პოლიციელებს
თქვენ პირველები დგახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ პოლიციელებს მიუძღვნით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით.
„დღეს აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს – დღეს, რომელიც თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმს და თავდადებას ეძღვნება.
გილოცავთ ამ დღეს და მადლობას გიხდით იმ უდიდესი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
თქვენ პირველები დგახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. ეს სამსახური, პროფესიონალიზმთან ერთად, მოითხოვს განსაკუთრებულ სიმამაცეს, ერთგულებასა და მუდმივ მზადყოფნას, რისკზე წახვიდეთ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.
თქვენი საქმიანობა ხშირად უხილავია ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ მისი შედეგები – მშვიდი გარემო, დაცული მოქალაქეები, სამართლიანობის განცდა – თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში იგრძნობა.
სწორედ თქვენ მიგიძღვით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით.
ამ დღეს, განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ იმ პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ. მათი სახელები და საქმეები სამაგალითოდ დარჩება მომავალი თაობებისთვის. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Next: უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ” – ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში

ასევე დაგაინტერესებთ

2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია და ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს