ექსმინისტრ გომელაურს ვახტანგ გორგასლის ორდენი გადაეცა სამშობლოსა და ერის წინაშე დამსახურებისთვის

ვახტანგ გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა – ორდენი -ს მიერ სანქცირებულ ივანიშვილის ყოფილ მინისტრს მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
“სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცემა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს” – აცხადებს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
გომელაური 28 მაისს გადადგა. მიზეზად მან ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილი დაასახელა.
გასული წლის დეკემბერში -ს სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა. ის დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს