შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიების გახსნის შემდეგ სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა ახლად დანიშნული მინისტრი გელა გელაძე მიმართავს.
სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ღონისძიებას ესწრება ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება.
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც საზეიმო ღონისძიება ტარდება, უწყების სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან, ასევე განლაგებულია სპეცტექნიკა.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – „ოცნებამ” საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია – ცინიკურია, რომ ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან