რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალი მსვლელობის მონაწილეებიც.
უწყვეტი პროტესტის 184-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”; “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე – ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ