ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად; ასევე, აპარატი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს მონიტორინგს მის მდგომარეობას. ” ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა “დროშის” დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა.
ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.