ჰაკან ფიდანი – რუსეთ-უკრაინის ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი გარდამტეხ მომენტს უახლოვდება, სადაც ხანგრძლივი მშვიდობის წელს მიღწევის შანსი არსებობს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მაისში გამართულმა მოლაპარაკებებმა დიპლომატიურ ინსტრუმენტებს ახალი განზომილება შესძინა.
„ომის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით. როგორც 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დასაწყისში აღინიშნა, ჩვენს წინაშე ორი გზაა: ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებაზე, ან ხანგრძლივ მშვიდობას მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, თურქეთი სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლას იმის ნიშნად აღიქვამს, რომ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, კონკრეტული შედეგები მოჰყვეს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოაცხადა მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებები 2 ივნისს და ამჟამად კიევში მიმდინარეობს მოსაზრებების გაცვლა შემდეგი შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად