თეირანი ურანის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს უარყოფს

თეირანი ურანის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს უარყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
„ჩვენ ახალი სამუშაოები არ ჩაგვიტარებია და ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა რეგულაციების მიხედვით მიმდინარეობს“, – განაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ.
ცნობისთვის, გუშინ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით ირანმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ