The Dawn of a New Hyundai გასული წლის შობას გამოვიდა — ეს 30-წამიანი ვიდეოა, რომელშიც გვაჩვენებდნენ, თუ როგორ ეუბნებოდნენ ადამიანები თავიანთი ტელეფონების სანავიგაციო სისტემას Hyundai-ის სახელს არასწორად და საბოლოოდ, როგორ მიდიოდნენ არასწორ ლოკაციებზე. საკმაოდ სახალისოც იყო, რამაც ბრენდის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რომ აღარაფერი ვთქვათ Word Of Mouth-ის საოცარ მაჩვენებლებზე.
ამ რეკლამამ ჰიუნდაის New Dawn-ის ბრენდის პლატფორმასაც კი ჩაუყარა საფუძველი და ახლა მარკეტინგული გუნდი მეორე ვიდეოზე მუშაობს. იმედოვნებენ, რომ ესეც ანალოგიურ წარმატებას გაიმეორებს. ხოლო ბრენდის კომუნიკაციების ხელმძღვანელი რიჩარდ ვულფი, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა დააკისრეს, ამას „საშიშ მეორე ალბომს“ უწოდებს — „თქვენ გსურთ, რომ ხელახლა შექმნათ ის, გააკეთოთ ზუსტად იგივე, მაგრამ ეს არ შეგიძლიათ. სამყარო ასე არ მუშაობს. თუ ზუსტად ისეთს გააკეთებთ, ეს შედეგს ვერ გამოიღებს. სირთულე სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად შორს წაიყვანთ ორიგინალი იდეიდან, რათა ისე ახლებურად აჩვენოთ“.
ამგვარად, ვულფმა გუნდთან ერთად 2 იდეა შეიმუშავა — ერთი ახლოსაა ორიგინალ რეკლამასთან, მეორე კი სრულიად ახალი მიმართულებით მიდის. თუმცა ორივე სახალისოა და ამ ეტაპზე ორივე სატესტო ფაზაშია. ვულფი კი ამბობს, რომ ძალიან გაუკვირდება ესეც მსგავს წარმატებას თუ მიაღწევს, რადგან ყველა სარეკლამო კამპანია იშვიათად თუ აღწევს ასეთ პიკს… ასეა თუ ისე, Hyundai 2023 წლისთვის New Dawn-ს მანქანების რეკლამებში შემოგვთავაზებს და საშობაოდ რეკლამის გმირებსაც ხელახლა გვაჩვენებს.
New Dawn-ის ბრიფი
გასულ წელს Hyundai-მ გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე სხვა ავტომობილების მწარმოებლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამის საჩვენებლად კი მარკეტინგის გუნდს ბრენდის კამპანია სჭირდებოდა… ვულფი ჩვეულებრივ მანქანის რეკლამებს Samey-ის უწოდებს, რომელშიც ადამიანი გადაადგილდება მთებში, უცბად აღმოჩნდება ძვირადღირებულ სახლთან… — „ასეთი ძალიან ბევრი რეკლამა ვნახეთ, რაც მოსაწყენია, მაგრამ არცერთ სხვა მანქანის მწარმოებელს შემოუთავაზებია New Dawn და ეს მხოლოდ ჰიუნდაის შეეძლო“.
თუმცა ისიც მართალია, რომ მანქანების ტრადიციული რეკლამები კარგად მუშაობს იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ახალი მანქანის ყიდვას განიხილავენ… აი, ვულფისთვის კი სამიზნე ეს ნამდვილად არ ყოფილა, ცდილობდნენ რაღაც საინტერესო შეეთავაზებინათ მათთვის, შემდეგ კი დავიწროებისას უკვე მანქანის შესახებ მოეყოლათ.
ხოლო სააგენტო Innocean-ისთვის გაგზავნილი ბრიფი შედარებით მოკლე იყო — „ჩვენ ვთხოვეთ ისეთი რამ მოეფიქრებინათ, რაც ადამიანებს თავს კი არ მოაბეზრებდა ან გააბრაზებდა, არამედ მიანიშნებდა, რომ შევიცვალეთ და მივმართავთ იუმორს ცოტა თვითკრიტიკით“.
„არ გვინდა ვიყოთ ბრენდი, რომელიც სახელის არასწორი გამოთქმითაა ცნობილი. გვინდა ვიყოთ ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი შესანიშნავი მანქანებითა და გამორჩეული ტექნოლოგიით. არასწორი გამოთქმებისთვის მიძღვნილი რეკლამა სწორედ აქამდე მისასვლელ გზას გვთავაზობს, თუმცა აქედან 10 წელშიც თუ კვლავ არასწორ გამოთქმის რეკლამებს გამოვუშვებთ, გამოდის, დავმარცხდით“, — ამბობს ვულფი, Hyundai-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.