გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომას და მოლაპარაკებას, ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა ოდნავ

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდხანს ვიგრძნობთ მის რეგიონულ და გლობალურ შედეგებს და მით უფრო რთული იქნება მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის პოვნა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის დამყარების საკითხებში, როზმარი დიკარლომ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მან გაიხსენა თებერვალში უშიშროების საბჭოს 2774-ე რეზოლუციის მიღება, რომელიც პირველი ასეთი დოკუმენტი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და რომელმაც დიპლომატიური გადაწყვეტის ოპტიმიზმის განცდა გააჩინა. თუმცა, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, მას შემდეგ ეს ოპტიმიზმი საერთაშორისო იმედგაცრუებამ და უკრაინაში თავდასხმების შემდეგ გაჩენილმა კიდევ უფრო მეტმა ტანჯვამ ჩაანაცვლა.
„იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომას და მოლაპარაკებას, ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა ოდნავ“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად