– სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა -სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა -ის სენატორ სტივ დეინსთან, განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.
საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო