სამხრეთ კორეაში რობოტების მწარმოებელი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი რობოტის გაუმართაობას ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რობოტს ადამიანი ბოსტნეულით სავსე ყუთი ეგონა და გასრისა.
კომპანიის თანამშრომელი 40 წელს გადაცილებული კაცი იყო, რომელიც ინციდენტის დროს რობოტს ამოწმებდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რობოტის დავალება საჭმლით სავსე ყუთების აწევა იყო. რობოტის ოფიციალურ გამოცდამდე გარდაცვლილი თანამშრომელი მის სენსორებს ამოწმებდა, რადგან მანამდე რობოტის გამოცდამ სწორედ სენსორებთან დაკავშირებული პრობლემის გამო გადაიწია.
მსგავსი შემთხვევა სამხრეთ კორეაში პირველი არაა. მარტში ავტომობილის ნაწილების მწარმოებელ კომპანიაში რობოტის გაუმართაობის გამო 50 წელს გადაცილებული თანამშრომელი მძიმედ დაშავდა.
· გადახედვა ცნობილი ადამიანები მეთიუ, შენთან გატარებული ყოველი წამისთვის მადლობელი ვარ და მენატრები — კორტნი კოქსი მეთიუ, შენთან გატარებული ყოველი წამისთვის მადლობელი ვარ და მენატრები — კორტნი კოქსი
· ქართული სპორტი Setanta Sports და Netflix უკვე ერთად — ისიამოვნე ორივე სერვისით ერთ გამოწერაში Setanta Sports და Netflix უკვე ერთად — ისიამოვნე ორივე სერვისით ერთ გამოწერაში
· გადახედვა ცნობილი ადამიანები შენთან მეგობრობა ჩემთვის დიდი პატივი იყო — მეთ ლებლანკი მეთიუ პერის დაემშვიდობა შენთან მეგობრობა ჩემთვის დიდი პატივი იყო — მეთ ლებლანკი მეთიუ პერის დაემშვიდობა