“არ დაუშვათ დედაქალაქის ურბანული გენოციდი” | ლაგუნასთან, ცათამბჯენების მშენებლობაზე საკრებულოში ხვალ იმსჯელებენ

“არ დაუშვათ დედაქალაქის ურბანული გენოციდი” – ამ მოთხოვნით თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველ პარტიას მიმართავენ.

საუბარია ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობაზე, სადაც 50 სართულიანი 2 ცათამბჯენი უნდა აშენდეს.

ოლიგარქის გუნდის ოპონენტები ამ მშენებლობის უკან სანქცირებული რუსი ოლიგარქის კვალს ხედავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ პროექტი უკან გაიწვიონ. საკრებულო ცათამბჯენების პროექტს ხვალ დილას ურბანული კომისიის სხდომაზე განიხილავს.