თბილისის მერია 500 ცალი დეკორატიული სანაგვე ყუთის შესყიდვას გეგმავს

თბილისის მერია 500 ცალი დეკორატიული სანაგვე ყუთის შესყიდვას გეგმავს. ტენდერი 22 დეკემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 31 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარია.
მიწოდების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
დეკორატიული სანაგვე ურნა უნდა იყოს ამოსაღები სათლით. თავსახურში განთავსებული უნდა იყოს საფერფლე. ურნის და თბილისის ლოგოს ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელს.