ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკი რუსეთს გადაეცემა – გადაწყვეტილებას ადგილობრივები აქციებით აპროტესტებენ

ოკუპირებული ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკი რუსეთს გადაეცემა. დოკუმენტის რატიფიცირება, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გვიან ღამით, რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა.
სესია აქციის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ადგილობრივების პროტესტმა, საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედა.
სირცხვილი, ღალატი და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯი – ასე აფასებენ 49 წლიანი იჯარით რუსეთისთის სამთავრობო აგარაკების გადაცემის პროცესს მოქალაქეები, რომლებიც, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი