დიმიტრი პესკოვი – მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს

მოსკოვი მზადაა ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ბოლო დროს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულების მზადყოფნა ორივე მხარემ არაერთხელ გამოთქვა. რუსეთი ამას მიესალმება და მზად არის მათ დაეხმაროს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურ ატმოსფეროს უზრუნველყოფს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ორმა პარტნიორმა და მოკავშირემ, არა მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში, არამედ ჩვენი მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია