გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით რექტორთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს.
„მინისტრმა შეხვედრისას უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა/დაგეგმვა და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განხილული საკითხების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
თავის მხრივ, რექტორებმა, საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მამუკა მდინარაძე – გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი – როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

მამუკა მდინარაძე – სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება – მეოთხედ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ