,,ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება. ამით წერტილს დასვამს”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ფიქრობს, რომ ახლა სანქცირებულ კადრებს თავიდან იშორებს:
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები მთავრობიდან მიდიან. როცა ლილუაშვილი გადადგა, მაშინ სრულიად ნათელი გახდა, რომ გომელაური აუცილებლად წავიდოდა, ისევე, როგორც, ჩემი აზრით, ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება. ამით ბიძინა ივანიშვილი წერტილს დასვამს და იტყვის საჯარო მოხმარებისთვის, საერთაშორისოდ, რომ ის არაფერ შუაში აღარ არის, მისი პირადი წრიდან წამოსული კადრები მთავრობაშიც კი აღარ არიან, ამიტომ ვინმეს თუ რამე კითხვები აქვს, ვინმესთან რამე სასაუბრო აქვს, რამე გასარკვევი აქვს, უნდა ელაპარაკონ ირაკლი კობახიძეს. შესაბამისად, ეს ვრცელდება არა მარტო ლაპარაკის ნაწილზე, არამედ სანქცირების ნაწილზეც. ეს ნაბიჯი არაფერ სხვასთან არ არის კავშირში გარდა იმისა, რომ ის ხომ ასე ცხოვრობს, თვითონ რაღაცას მოიგონებს, მერე დაიჯერებს და მერე ჰგონია, რომ თვითონ რომ მოიგონა და დაიჯერა, დანარჩენმა სამყარომაც ასე მოიგონა და ასე დაიჯერა და ახლა ყველა სხვა დანარჩენი უნდა, დააჯეროს, რომ ის არაფერ შუაში აღარ არის, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)