„30 წელი დამჭირდა, რომ ეს იდეა განხორციელებულიყო იმ ფორმით, რასაც მსოფლიო სტანდარტი ჰქვია“ – ზვიად ციკოლია

„30 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელებულიყო იმ ფორმით რასაც მსოფლიო სტანდარტი ჰქვია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საათებისა საიუველირო ბრენდ Tsikolia-ს დამფუძნებელი ზვიად ციკოლია წერს. ის წერს, რომ ყველაფერი 1993 წელს დაიწყო და პირველი დაუმთავრებელი საათი დღესაც შენახული აქვს:
„პირველად რომ გადავწყვიტე საკუთარი ძალებით საათი შემექმნა, იყო 1993. ის დაუმთავრებელი საათი დღესაც მაქვს შენახული. არ მქონდა არც საკმარისი გამოცდილება და არც ტექნიკური ბაზა. 30 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელებულიყო იმ ფორმით, რასაც მსოფლიო სტანდარტი ჰქვია. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ჩანაფიქრია, – წერს ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში და მის მიერვე შექმნილი საათის ფოტოს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ