ვახტანგ გომელაურმა შს მინისტრის თანამდებობა დატოვა – დეტალები

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

“სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვაც­ნო­ბო, რომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თვის არ იყო იოლი მი­სა­ღე­ბი. 2011 წლი­დან ვი­ყა­ვი იმ ბრძო­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა და რო­მელ­მაც ჩვენს ქვე­ყა­ნას გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა. ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და სა­ა­მა­ყოა ყვე­ლა ის მიღ­წე­ვა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვრჩე­ბი ამ გუნ­დის ერ­თგუ­ლი. მო­მა­ვალ­შიც, ნე­ბის­მი­ერ დროს, მზად ვარ გვერ­დში და­ვუდ­გე სა­ხელ­მწი­ფოს და მმარ­თველ გუნდს, თუ ამას სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს.

10 წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­კა­ვებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი­სა და ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ყოფ­ნა ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა და დიდ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დი ვი­თა­რე­ბაა, თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი და გუნდს ვთხო­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა, რაც მომ­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ოჯახს – მე­უღ­ლეს, შვი­ლებს და ახ­ლად შე­ძე­ნილ შვი­ლიშ­ვილს მეტი დრო და­ვუთ­მო.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა ნდო­ბამ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის. მისი ნდო­ბა და მა­გა­ლი­თი მაძ­ლევ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ სტი­მულს, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მე­კე­თე­ბი­ნა ჩემი საქ­მე და ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს და მთლი­ა­ნად, სამ­თავ­რო­ბო გუნდს, რომ­ლის თა­ნად­გო­მას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი და რო­მე­ლიც ჩემს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­გე­ბით შეხ­ვდა.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, თი­თო­ე­ულ გმირ პო­ლი­ცი­ელს, მე­ხან­ძრე-მაშ­ველს, ყვე­ლას, ვის­თან ერ­თა­დაც ვზრუ­ნავ­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და ვუ­სურ­ვო თი­თო­ე­ულ მათ­განს და მო­მა­ვალ მი­ნისტრს სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ვრჩე­ბი ჩემი ქვეყ­ნი­სა და გუნ­დის ერ­თგუ­ლი. ჩემს ქვე­ყა­ნას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მშვი­დო­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას და ყვე­ლა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ.

პა­ტი­ვის­ცე­მით, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი”, – ნათ­ქვა­მია გო­მე­ლა­უ­რის მი­მარ­თვა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ოპოზიციის დეკლარირებული ღირებულებები, მოტივაცია და მიზნები გულწრფელია, ახლა სწორედ ამერიკის საელჩოსთან უნდა იმართებოდეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მატყუარები, მონები და აგენტები ხართ

როდესაც დევნილები განათავსეს კოტეჯებში, შეიქმნა ე.წ მამასახლისების ინსტიტუტები, დავლებული ჰქონდათ მათ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახი ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა და საერთოდ ვინ, სად, როგორ, გადაადგილდებოდა