“ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს“ – გელა გელაძე

გელა გე­ლა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ მისთვის დიდი პატივია უხელმძღვანელოს ამ უწყებას.

გელა გე­ლა­ძემ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“მად­ლო­ბა პრე­მი­ერს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის. ასე­ვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს მხარ­და­ჭე­რის­თვის. ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მინ­და მივ­მარ­თო ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს, მან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო ამ უწყე­ბას, ღირ­სე­ულ და სა­ა­მა­ყო პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ვემ­სა­ხუ­რო ჩვენ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს“,- აღ­ნიშ­ნა გელა გე­ლა­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ოპოზიციის დეკლარირებული ღირებულებები, მოტივაცია და მიზნები გულწრფელია, ახლა სწორედ ამერიკის საელჩოსთან უნდა იმართებოდეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მატყუარები, მონები და აგენტები ხართ

როდესაც დევნილები განათავსეს კოტეჯებში, შეიქმნა ე.წ მამასახლისების ინსტიტუტები, დავლებული ჰქონდათ მათ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახი ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა და საერთოდ ვინ, სად, როგორ, გადაადგილდებოდა